Accessibility links

logo-print

კვირას საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთთან


კვირას საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთთან საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთიდან შეიჭრა რამდენიმე თვითმრინავი.

კვირას საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთთან საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთიდან შეიჭრა რამდენიმე თვითმრინავი.
”სუ 25” ტიპის თვითმფრინავებმა დილის 3-დან 5 საათამდე მანევრები ჩაატარა და საქართველოს ჩონთიოს მთების რაიონი დაბომბა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები ”პრაიმ-ნიუსი” და ”კავკას-პრესი”, რომელთაც ეს ცნობა მიაწოდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, შალვა ლონდარიძემ. მისი თქმით, რუსეთიდან 2 კილომეტრის დაშორებით სამი აუფეთქებელი ავიაჭურვი აღმოაჩინეს. ეს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის უკვე მე-4 შემთხვევა იყო. ასევე კვირას, მოგვიანებით გავრცელდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პრეს-მდივნის, პოლკოვნიკ დრობიჩევსკის განცხადებთ, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები არ შეჭრილან საქართველოს საჰაერო სივრცეში.
XS
SM
MD
LG