Accessibility links

logo-print

პალესტინელი ექსტრემისტების დღევანდელმა თავდასხმებმა ისრაელში


პალესტინელი ექსტრემისტების დღევანდელმა თავდასხმებმა ისრაელში 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 60 ადამიანი დაჭრა.

პალესტინელი ექსტრემისტების დღევანდელმა თავდასხმებმა ისრაელში 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 60 ადამიანი დაჭრა.
ამ თავდასხმებიდან ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილ აფეთქებას ავტობუსთან ჩრდილოეთ ისრაელში - შედეგად მოიერიშის გარდა 9 ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 50 დაიჭრა. ტერაქტის პასუხისმგებლობა ისლამურმა გასამხედროებულმა მოძრაობა ”ჰამასმა” იკისრა. რამდენიმე საათის შემდეგ პალესტინელმა მოზარდმა ცეცხლი გაუხსნა ისრაელის სატვირთო მანქანას აღმოსავლეთ იერუსალიმში. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის მოიერიშე; დაიჭრა 16 კაცი. ხოლო ტულკარემის მახლობლად თავს დაესხნენ მანქანაში მყოფ ისრაელ მოსახლეს, რომლის გადარჩენის მცდელობისას 2 ჯარისკაცი დაიჭრა. ამ იერიშის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია ”ალ აქსას წამებულთა ბრიგადამ” იკისრა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მამაკაცი, რომელიც ზღვიდან ლამობდა ღაზის სექტორში შეღწევას. ასევე კვირას ისრაელის არმიამ ააფეთქა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე 8 სახლი, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ იერიშების მოწყობაში დადანაშაულებული პალესტინელების ნათესავებს ეკუთვნოდა.
XS
SM
MD
LG