Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლები


საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ერთად შეისწავლიან კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებას.

საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ერთად შეისწავლიან კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებას.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ჭუბურხინჯში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანრი ჯერგენიას შეხვედრაზე მიიღეს. როგორც ჟურნალისტებს უთხრა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ერთად ჩაატარებენ კოდორის ხეობის ზედა ნაწილის ინსპექტირებას. ეს ნაბიჯი, კაკაბაძის განმარტებით, მიმართულია ”მხარეებს შორის ნდობის ასამაღლებლად და სხვადასხვა პროვოკაციისა და ინციდენტის თავიდან ასაცილებლად”. ხოლო სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ ჭუბურხინჯის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები გაეროსთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომლითაც კოდორის ხეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა გამოირიცხება. როგორც ჯორბენაძემ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური პრობლემები, გალის რაიონისა და ოჩამჩირის რეაბილიტაციის საკითხები.
XS
SM
MD
LG