Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რეფორმისტმა პარლამენტარებმა, რომლებიც პარლამენტში


ირანის რეფორმისტმა პარლამენტარებმა, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას შეადგენენ, დღეს გავრცელებული განცხადებით პროტესტი გამოთქვეს

ირანის რეფორმისტმა პარლამენტარებმა, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას შეადგენენ, დღეს გავრცელებული განცხადებით პროტესტი გამოთქვეს
ოპოზიციური პარტია ”ირანის თავისუფლების მოძრაობის” წევრთა დაპატიმრების გამო. მათი სიტყვებით, ირანი ”უფსკრულისაკენ მიექანება”. განცხადებას პარლამენტის დღევანდელი სხდომის დასასრულს ხელი მოაწერა 150 პარლამენტარმა სულ 290 კანონმდებლიდან. მათ დაგმეს სასამართლოების მიერ რეფორმების მომხრე გაზეთებისა და მოღვაწეების წინააღმდეგ მიღებული ზომები. სასამართლომ 27 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება ”ირანის თავისუფლების მოძრაობის” დაშლის შესახებ, და ამ პარტიის 33 წევრს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გუშინ პარტიამ ოფიციალურად უარყო ეს გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების შესახებ გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG