Accessibility links

logo-print

თურქეთის ვიცე-პრემიერ დევლეთ ბაჰჩელის განცხადებით


თურქეთის ვიცე-პრემიერ დევლეთ ბაჰჩელის განცხადებით, მისი ულტრა-მემარჯვენე ”ნაციონალისტური აქციის პარტია” ეწინააღმდეგება ზომებს, რომლებიც გუშინ დაამტკიცა პარლამენტმა

თურქეთის ვიცე-პრემიერ დევლეთ ბაჰჩელის განცხადებით, მისი ულტრა-მემარჯვენე ”ნაციონალისტური აქციის პარტია” ეწინააღმდეგება ზომებს, რომლებიც გუშინ დაამტკიცა პარლამენტმა
თურქეთის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ბაჰჩელის თქმით, მისი პარტია გადაჭრით ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯის გაუქმებას, აგრეთვე ქურთულ ენაზე სწავლებისა და მაუწყებლობის ლეგალიზაციას. პარტიამ ამ საკითხების გამო სცადა პარლამენტში რეფორმების დამტკიცების აღკვეთა. ამ რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თურქეთის მისაწვევად ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე წლის ბოლოს, როცა ევროკავშირი ახალი წევრების მიღების განრიგს შეიმუშავებს.
XS
SM
MD
LG