Accessibility links

logo-print

იგორ ივანოვის თქმით, საქართველოს ზოგადი


იგორ ივანოვის თქმით, საქართველოს ზოგადი განცხადებების გარდა არაფერი გაუკეთებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

იგორ ივანოვის თქმით, საქართველოს ზოგადი განცხადებების გარდა არაფერი გაუკეთებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, პანკისის ხეობაში იმყოფებიან უცხოელი დაქირავებული მეომრები, რომლებიც იქ თავს ისე გრძნობენ, თითქოს შინ იყვნენ. იქვე რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს გაეროს უშიშროების საბჭოს 1373-ე რეზოლუცია ავალდებულებს, ჩაატაროს ანტიტერორისტული ოპერაციები. პანკისის ხეობაში მყოფი ”დაქირავებული მეომრები და საერთაშორისო ტერორისტები”, დასძინა ივანოვმა, ამზადებენ იერიშებს რუსეთის წინააღმდეგ - პირველ რიგში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ ივანოვმა უარყო საქართველოს ბრალდება, რომლის თანახმად გასულ კვირაში რუსეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა პანკისის ხეობაზე.
XS
SM
MD
LG