Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ ავღანეთის გარდამავალი პერიოდის მთავრობას


გაერომ ავღანეთის გარდამავალი პერიოდის მთავრობას მიმართა თხოვნით, მცველები განათავსოს გაეროს უწყებებთან სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაჰარში.

გაერომ ავღანეთის გარდამავალი პერიოდის მთავრობას მიმართა თხოვნით, მცველები განათავსოს გაეროს უწყებებთან სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაჰარში.
ავღანეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმი გუშინ ეწვია ყანდაჰარს უშიშროების ზომების შესამოწმებლად მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ორმა უცნობმა პირმა ხელყუმბარა ესროლა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ოფისს. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. ავღანეთის დანარჩენ ქალაქებში გაეროს ოფისები დაცვით არის უზრუნველყოფილი.
XS
SM
MD
LG