Accessibility links

logo-print

ამერიკელმა სენატორმა ჯოზეფ ბაიდენმა პრეზიდენტ


ამერიკელმა სენატორმა ჯოზეფ ბაიდენმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მოუწოდა, ერაყის წინააღმდეგ იერიშის წამოწყებამდე ჯერ თავის ქვეყანასა და უცხოეთში მხარდაჭერის მოპოვებაზე იზრუნოს.

ამერიკელმა სენატორმა ჯოზეფ ბაიდენმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მოუწოდა, ერაყის წინააღმდეგ იერიშის წამოწყებამდე ჯერ თავის ქვეყანასა და უცხოეთში მხარდაჭერის მოპოვებაზე იზრუნოს.
ამის შესახებ ბაიდენმა, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარია, დღეს ამერიკულ ტელევიზიაში გამოსვლისას აღნიშნა. ხოლო სენატორმა ჯოზეფ ლიბერმენმა ასევე ტელევიზიაში თქვა, რომ კონგრესმა, ვიდრე წლეულს მუშაობას დაამთავრებდეს, ბუში უნდა აღჭურვოს უფლებამოსილებით, იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ. ლიბერმენის სიტყვებით: ”თითოეული დღე, რომელსაც სადამი ხელისუფლების სათავეში ატარებს და ხელთა აქვს ქიმიური იარაღი, ბაქტერიოლოგიური იარაღი და თან ატომურ იარაღს ამზადებს, არის სახიფათო დღე შეერთებული შტატებისათვის”.
XS
SM
MD
LG