Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიების


რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიების დაბომბვის ფაქტების კომენტირებისას, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა,

რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიების დაბომბვის ფაქტების კომენტირებისას, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა,
რომ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევებს ჯერჯერობით საშიში ხასიათი არა აქვს. დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ თბილისს არ სურს უკიდურეს ზომებზე წასვლა და ვერტმფრენების ჩამოგდება, რისთვისაც თანამედროვე საზენიტო კომპლექსები საჭირო არ იქნებოდა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სურს დაიჯეროს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მომავალში არ დაუშვებს ასეთი ფაქტების განმეორებას. გუშინ საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩრდილოეთის მხრიდან შეიჭრა სუ-25-ის ტიპის რამდენიმე თვითმფრინავი, რომლებიც დილის 3-დან 5 საათამდე მანევრებს ახორციელებდნენ და ბომბავდნენ ჭონთიოს მთის მიდამოებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და მისი ტერიტორიის დაბომბვის მეოთხე შემთხვევა იყო.
XS
SM
MD
LG