Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე გამორიცხავს გაეროს უშიშროების


ედუარდ შევარდნაძე გამორიცხავს გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობას პანკისის ხეობაში რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე.

ედუარდ შევარდნაძე გამორიცხავს გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობას პანკისის ხეობაში რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე.
პრეზიდენტის თქმით, ეს საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა იქნებოდა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შევარდნაძემ ივარაუდა, რომ ასეთ მანდატს რუსეთი არც მოითხოვს. “ფართომასშტაბიანი სადამსჯელო სამხედრო ოპერაციის” განხორციელებაზე საქართველოს თანხმობას პრეზიდენტი ასევე გამორიცხავს. მისი თქმით, თბილისი უპირატესობას ანიჭებს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ტერორისტების დაკავებისა და იზოლაციის საგანგებო ღონისძიებების გატარებას.
XS
SM
MD
LG