Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების სამინისტროს უკვე გადაეცა 6


უშიშროების სამინისტროს უკვე გადაეცა 6 შეიარაღებული ჩეჩენი, რომლებიც გუშინ, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს

უშიშროების სამინისტროს უკვე გადაეცა 6 შეიარაღებული ჩეჩენი, რომლებიც გუშინ, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს
საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე. უშიშროების სამინისტროზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ 6 დაკავებულიდან ორი დაჭრილი იყო. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დღეს დილით დააკავეს ჩეჩენთა კიდევ ერთი შეიარაღებული ჯგუფი, რომელმაც საქართველო-რუსეთის საზღვარი კვირას, დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარზე გადაკვეთა “გირევის” სასაზღვრო საგუშაგოს პასუხისმგებლობის მონაკვეთზე. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, იგი იმის მიხედვით იმსჯელებს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველოს ხელისუფლების განზრახვათა სერიოზულობაზე, რამდენად მალე აღმოჩნდებიან დაკავებულნი ლეფორტოვოს ციხეში. ედუარდ შევარდნაძის თქმით, თუ დაკავებულთა შორის ბოროტმოქმედები არიან, რუსეთის მხარემ საქართველოს შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და მაშინ თბილისი დამნაშავეებს მოსკოვს გადასცემს.
XS
SM
MD
LG