Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა


ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ პალესტინელი ხალხი განაგრძობს ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას,

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ პალესტინელი ხალხი განაგრძობს ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას,
ვიდრე კუთვნილ უფლებებს არ მოიპოვებს. მისივე თქმით, კონფლიქტის მოგვარებისთვის პასუხისმგებლობა ისრაელს აწევს, რადგან დაპირისპირებაში ძლიერი მხარე სწორედ ის არის. დღეს ქაიროში გაიმართა ეგვიპტისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრების აჰმედ მაჰერისა და შიმონ პერესის მოლაპარაკება. მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა პოლიტიკური მოლაპარაკებებია. დღესვე ისრაელმა მთლიანად აკრძალა პალესტინელთა გადაადგილება მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ხუთ ქალაქში: ნაბლუსში, ჯენინში, ტულკარემში, კალკილიასა და რამალაში. ისრაელის არმიის სარდლობის განცხადებით, უშიშროების ამ ზომების მიღება აუცილებელი გახადა ბოლო დღეების ტერაქტებმა, რომლებსაც, სულ ცოტა, 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დღეს ისრაელის არაბულ ქალაქ უმ-ელ-ფაჰმში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა რამდენიმე ადამიანი. პოლიციის ვარაუდით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ტერორისტები ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმას აპირებდნენ.
XS
SM
MD
LG