Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ


აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ უარით უპასუხა ბაღდადის წინადადებას, კონგრესის დელეგაცია მიავლინოს ერაყში,

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ უარით უპასუხა ბაღდადის წინადადებას, კონგრესის დელეგაცია მიავლინოს ერაყში,
რათა დარწმუნდეს, რომ ეს ქვეყანა არ მუშაობს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე. თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს პრესმდივნის შონ მაკკორმეკის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენებისადმი ერაყის პარლამენტის სპიკერის, საადუნ ჰამადის მიერ გაგზავნილი წერილი განხილვადაც კი არ ღირს. წერილში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ერაყის ხელისუფლება მზად არის, უმასპინძლოს კონგრესმენებსა და ექსპერტებს ნებისმიერი შემადგენლობით, და უზრუნველყოს მათს მიერ ნებისმიერი ობიექტის შეუფერხებელი დათვალიერება. მაკკორმეკის თქმით, ერაყმა უნდა შეიგნოს, რომ ქვეყანაში ინსპექტორთა შეშვება თვითმიზანი არ არის და რომ მთავარია, დადგენილ იქნეს, რამდენად არღვევს ბაღდადი გაეროს რეზოლუციებს, მიმართულს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის წინააღმდეგ. დღეს ბაღდადში გაიმართა მასობრივი ანტიამერიკული დემონსტრაცია. მისი მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ვაშინგტონის იმ მუქარის გამო, რომელიც პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ჩამოგდებას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG