Accessibility links

logo-print

პარლამენტის საგამოძიებო კომისია ადგილობრივი არჩევნების შედეგების შესწავლას შეუდგა


პარლამენტის საგამოძიებო კომისია ადგილობრივი არჩევნების შედეგების შემოწმებას ქუთაისის მეექვსე საარჩევნო უბანზე გამოყენებული ბიულეტენების გახსნითა და მათი შესწავლით შეუდგა.

ეს პროცესი პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში დაიწყო. იქ 6 აგვიტოს მთელი დღის მანძილზე ითვლიდნენ და ამოწმებდნენ ბიულეტენებს. არჩევნების შედგების შემოწმების ღონისძიებას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. მსგავსი პროცესი ცენტრალურ საარჩვენო კომისიაშიც იწყება, ოღონდ, იქ ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგების ხელახლა დაჯამება მართებთ. მოგითხრობთ, თუ საით მიდის მთელი ეს პროცესი.

პარლამენტის საგამოძიბო კომისია, რომელსაც 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების, 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესწავლა ავალია, გამოძიებას ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე მოქმედი კონკრეტული უბნების დოკუმენტაციის გახსნით იწყებს. დარღვევების და ამ დარღვევებში კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენის მიზნით, პირველ ეტაპზე ქუთაისის მეექვსე საარჩევნო უბანზე გამოყენებული ბიულეტენები გაიხსა.
პარლამენტის პირველ რესპუბლიკის დარბაზში დაიდგა დაფები, რომლებზეც ამა თუ იმ სუბიექტის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა კვადრატების მეშვეობით აღინიშნებოდა. ერთი კვადრატი 10 ხმას უდრის. მათი შემოხაზვა ორ ადამიანს ევალა. ისინი ფლომასტერების გამოყენებით მოქმედებდნენ. კომისიის დანარჩენი წევრები, მათ შორის პირები, რომლებსაც უშუალოდ ბიულეტენებთან ჰქონდათ საქმე, ცარიელი ხელებით მუშაობდნენ. მუშაობის პროცესში კალმების გამოჩენის აკრძალვას საგამოძიბო კომისიის წევრებმა პრინციპული მნიშვნელობა მიანიჭეს.

ქუთაისის მეექვსე უბნის ბიულეტენების შესწავლა-შემოწმების პროცესი ღიად, არასამთავრობო ორგანიზაციების დასწრებით მიმდინარეობდა, მისი თვალისდევნება შეეძლო ნებისმიერ ჟურნალიტსაც. ადგილობრივ არჩევნებზე თბილისში გამოყენებული ბიულეტენები ხელახლა უნდა დაითვალონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. იქ სარდაფიდან ზემოთ აიტანეს საარჩევნო ბიულეტნებით სავსე ყუთები. ამ ორ პროცესს შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ კი საგამოძიებო კანონმდებლობით უნდა იმოქმედოს. უზენაესი სასამართლოს ამასწინანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის შედეგების ხელახლა შეჯამება ევალება, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას კი არჩევნებისას ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნის დაყენება. ქუთაისის შემთხვევაში შედეგების გადახედვაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას, რადგან, არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ძალაშია. თუმცა, როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს,[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] “თუ უზენაესმა სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაავალდებულა, რომ გადასინჯოს ეს შედეგები და შეადგინოს საბოლოო ოქმი, ქუთაისთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ძალაში დატოვა შემაჯამებელი ოქმი, მაგრამ, ჩვენ ვიპოვეთ სამართლებრივი გამოსავალი, დღეს არ დავასახელებ მას. თუ სხვა შედეგებზე გავედით, მაშინ ახალი სამართლებრივი გამოსავლის მეშვებოთ მოვითხოვთ შედეგების გადახედვას.”

2 ივნისის არჩევნების თბილისის შედეგების შესწავლას პარლამენტში მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ცენტარლური საარჩევნო კომისია ბიულეტენების ხელახლა დათვლას და შედეგების ხელახლა შეჯამებას დაასრულებს. ეს პროცესი შესაძლოა 3-4 თვეს გაგრძელდეს. ასე რომ, ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგები საკამათო კარგა ხანს იქნება. თბილისი საკრებულოს გარშე გაურკვევლად დიდ ხნით რჩება, არადა, ამ არჩევნების წინ მოსახლეობას ბევრი რამ შეპირდნენ და ისიც არჩევნებზე ბევრის და მათ შორის ხელისუფლების დემონტაჟის მოლოდინით მივიდა. დემონტაჟი მართლაც მოხდა, ოღონდ – თბილისის ხელისუფლებაში. მერია იმ სუსტი მაკონტროლებელი ორგანოს გარეშე დარჩა, რასაც თბილისის საკრებულო წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG