Accessibility links

logo-print

დღეს ქალაქ რამალაში პალესტინის ავტონომიის


დღეს ქალაქ რამალაში პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობამ განიხილა ისრაელის მიერ შეთავაზებული წინადადება

დღეს ქალაქ რამალაში პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობამ განიხილა ისრაელის მიერ შეთავაზებული წინადადება
პალესტინელთა ოთხი ქალაქიდან ჯარების გაყვანის თაობაზე უშიშროების მყარი გარანტიების სანაცვლოდ. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენიამინ ბენ-ელიეზერმა გუშინ პალესტინელთა დელეგაციასთან მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ ჯარები შეიძლება გავიდნენ ღაზიდან, ჰებრონიდან, ბეთლემიდან და იერიქონიდან თუკი ხელისუფლება ტერორისტების საქმიანობის აღკვეთას იკისრებს. პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობის თქმით, რამალაში გამართულ შეხვედრაზე ჯერ ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება. პალესტინელთა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა უკვე უარყვეს ისრაელის წინადადება.
XS
SM
MD
LG