Accessibility links

logo-print

ერაყი ცდილობს გაანეიტრალოს შეერთებული შტატების


ერაყი ცდილობს გაანეიტრალოს შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დარტყმის საფრთხე.

ერაყი ცდილობს გაანეიტრალოს შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დარტყმის საფრთხე.
შეერთებული შტატების თანახმად, ერაყი მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობს და ხელს უწყობს ტერორიზმს. ამერიკა ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა გაგზავნას მოითხოვს იმაში დასარწმუნებლად, რომ ერაყი მართლაც არ მუშაობს ქიმიური, ბირთვული და ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ დღეს განაცხადა, რომ ერაყს შეუძლია დაადასტუროს, რომ არ ქმნის მასობრივი განადგურების იარაღს. [საბრის ხმა] ”ეს შესაძლებელია უშიშროების საბჭოს რეზოლუციების გატარებით, ინსპექციისა და მონიტორინგის ჩატარებით გაეროს პროგრამების და არა პენტაგონისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პროგრამების მიხედვით”, თქვა საბრიმ. ამასთან, მან ერაყის წინააღმდეგ გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება მოითხოვა. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დღეს განაცხადა, რომ გაეროს განიარაღების მთავარი ინსპექტორი ჰანს ბლიკი ერაყში ჩავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბაღდადი დათანხმდება ქვეყანაში გაეროს ინსპექტორების დაშვებას.
XS
SM
MD
LG