Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები საუდის არაბეთთან ურთიერთობების


შეერთებული შტატები საუდის არაბეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.

შეერთებული შტატები საუდის არაბეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკანასკნელ ხანებში სერიოზულად გართულდა. საუდის არაბეთმა მტკივნეულად აღიქვა ბრალდება, რომ იგი ტერორიზმს უჭერს მხარს. ამის შესახებ ახლახან გააკეთა განცხადება შეერთებული შტატების სამხედრო ექსპერტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. პენტაგონმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება არ ასახავს შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას. სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გუშინ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ საუდ ალ-ფაისალთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ვაშინგტონს არავითარ შემთხვევაში არ მიაჩნია საუდის არაბეთი მტრულ სახელმწიფოდ.
XS
SM
MD
LG