Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტმა დღეს განაცხადა, რომ


ერაყის პარლამენტმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ მცდელობას, ჩამოაგდოს სადამ ჰუსეინის რეჟიმი, ღირსეული პასუხი გაეცემა.

ერაყის პარლამენტმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ მცდელობას, ჩამოაგდოს სადამ ჰუსეინის რეჟიმი, ღირსეული პასუხი გაეცემა.
ამავე დროს პარლამენტმა კვლავ მიიწვია ამერიკის კონგრესის დელეგაცია იმ აზრის უსაფუძვლობაში დასარწმუნებლად, რომ ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს ქმნის. კონგრესმა უარყო პირველი მიპატიჟება. ბაღდადის ხელისუფლებამ აგრეთვე წამოაყენა წინადადება, რომ გაეროს განიარაღების კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიკსი ჩავიდეს ერაყში მოლაპარაკებების გასამართად, სანამ გაეროს სამხედრო ინსპექტორები შეძლებენ ერაყის სამხედრო ობიექტების შემოწმების განახლებას. მიუხედავად ამ მიწვევისა, ჰანს ბლიკსი დღეს ერაყის გაზეთებში ”ჯაშუშად” იყო მოხსენიებული.
XS
SM
MD
LG