Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ლიდერებმა წინასწარი დასტური განაცხადეს


პალესტინელთა ლიდერებმა წინასწარი დასტური განაცხადეს ისრაელის წინადადებაზე,

პალესტინელთა ლიდერებმა წინასწარი დასტური განაცხადეს ისრაელის წინადადებაზე,
რომელიც აცხადებს, რომ ჯარებს გაიყვანს პალესტინაში ხელახლა დაკავებული ზოგიერთი ქალაქიდან, თუკი სანაცვლოდ პალესტინელები ტერორიზმის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. პალესტინელთა დაგეგმვის მინისტრმა ნაბილ შაათმა დღეს თქვა, რომ კაბინეტმა მოიწონა გეგმის ძირითადი პრინციპები, მაგრამ ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. მისი თქმით, მინისტრები კვლავ გამართავენ შეხვედრას ამ საკითხების განსახილველად. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენიამინ ბენ-ელიეზერმა მიმდინარე კვირაში წამოაყენა წინადადება, რომ დაიწყოს ჯარების გაყვანა ღაზის სტექტორიდან და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ზოგიერთი რეგიონიდან. მაგრამ დღეს გრძელდებოდა ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში, სადაც ჯარებმა პალესტინელი პოლიციელი მოკლეს და რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს. დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული რეიდის დროს ისრაელის ჯარებმა მოკლეს ტერორისტული დაჯგუფების, ”ალ აქსას მარტვილთა ბრიგადების” ადგილობრივი ლიდერი და კიდევ ერთი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი.
XS
SM
MD
LG