Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშედეგოდ დამთავრდა უშიშროების საკითხებზე ისრაელსა


უშედეგოდ დამთავრდა უშიშროების საკითხებზე ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი,

უშედეგოდ დამთავრდა უშიშროების საკითხებზე ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი,
რომლითაც გამიზნული იყო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედრო ოპერაციების მასშტაბის შემცირება. პალესტინელების ლიდერ იასირ არაფატის მრჩეველ ნაბილ რუდეინას თქმით, ისრაელმა მოლაპარაკებებს ახალი პირობები დაუკავშირა. როგორც რუდეინამ აღნიშნა: [რუდეინას ხმა]”ისრაელი საერთაშორისო თანამეგობრობას ატყობინებს, რომ მას არ სურს სამშვიდობო პროცესი, არ სურს სერიოზული ზომების მიღება, რისი მიღებაც მართებს და იმ დათმობაზეც კი აღარ მიდის, რომელზეც აქამდე თანახმა იყო”. ხოლო ისრაელის წარმომადგენელთა განმარტებით, მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა პალესტინელების მოთხოვნამ, რომლის მიხედვით ისრაელის ჯარები თავდაპირველად უნდა გავიდნენ რამალადან, სადაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არაფატის შტაბ-ბინაა განთავსებული. ისრაელი მზად არის, უკან დაიხიოს პალესტინელთა ბოლო ორი წლის მანძილზე დაპყრობილი ტერიტორიებიდან, თუ მიიღებს გარანტიას, რომ ამ ტერიტორიებს არ გამოიყენებენ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების მოსამზადებლად. ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია ღაზის სექტორში ძალადობის აქტების შესახებ. ისრაელის ტანკები შეიჭრნენ სოფელ ბეით ლაჰიაში. ცნობების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 17 წლის ბიჭუნა და დაჭრეს სულ ცოტა 3 პალესტინელი. სამხედრო წყაროების ცნობით, ისრაელმა ბლოკადა მოხსნა ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფას. ეს ადგილი სამი დღის წინ გადაკეტეს, ეგვიპტიდან იარაღის სავარაუდო კონტრაბანდის აღსაკვეთად. გარდა ამისა, ისრაელის ჯარებმა დაანგრიეს ისრაელზე თავდასხმებში ეჭვმიტანილი 4 პალესტინელის სახლები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ასევე ხუთშაბათს ისრაელის ჯარებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 30 პალესტინელი დააპატიმრეს. ხოლო ვაშიგნტონიდან მოსული ინფორმაციით, პალესტინელთა სამშვიდობო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ეროვნული უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველ კონდოლიზა რაისთან და სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან.
XS
SM
MD
LG