Accessibility links

logo-print

ერაყის ლიდერ სადამ ჰუსეინის თქმით


ერაყის ლიდერ სადამ ჰუსეინის თქმით, არაბებსა და მუსლიმანებზე ნებისმიერი თავდასხმა "მარცხისთვისაა განწირული".

ერაყის ლიდერ სადამ ჰუსეინის თქმით, არაბებსა და მუსლიმანებზე ნებისმიერი თავდასხმა "მარცხისთვისაა განწირული".
ამის შესახებ სადამ ჰუსეინმა განაცხადა დღევანდელ სატელევიზიო მიმართვაში, რომელსაც ბაღდადის ქუჩებში 15 000 მოხალისის მარში მოჰყვა. მიმართვაც და მარშიც მიეძღვნა ერაყ-ირანის ომის დამთვარებას 1988 წლის 8 აგვისტოს, რომელსაც ერაყში ”დიადი გამარჯვების დღედ” ზეიმობენ. მაგრამ სადამის მიმართვის მთავარი თემა იყო შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი მუქარა მისი რეჟიმის მისამართით. სადამის სიტყვებით: [სადამ ჰუსეინის ხმა]”ბოროტების მოციქულებს თავიანთივე კუბოების თრევა მოუხდებათ, მათი ხვედრი სამარცხვინო სიკვდილი და საკუთარი საფლავების ამოთხრა იქნება მას შემდეგ, რაც ხელი მოეცარებათ ყველა არაბულ და მუსლიმანურ ქვეყანაში, მაგალითად ერაყში, ჯიჰადის ქვეყანაში, რომლის წინააღმდეგ მათი აგრესიაა მიმართული.” ვაშინგტონის ადმინისტრაცია ერაყს ადანაშაულებს მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებაში.
XS
SM
MD
LG