Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი არ აპირებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე


თბილისი არ აპირებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებული ჩეჩნების რუსეთისთვის გადაცემის ხელოვნურად გაჭიანურებას.

თბილისი არ აპირებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებული ჩეჩნების რუსეთისთვის გადაცემის ხელოვნურად გაჭიანურებას.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი” იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპრატამენტის დირექტორის, კახა სიხარულიძის განცხადების საფუძველზე. თუმცა, სიხარულიძის თქმით, საქართველო ამ საკითხის მოსაგვარებლად უნდა დაეყრდნოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და საკუთარ კანონმდებლობას, რომლებიც ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად აუცილებელი პროცედურების ჩატარებას. 13 შეიარაღებული ჩეჩენი 3-4 აგვისტოს დააკავეს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე.
XS
SM
MD
LG