Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათი დილიდან რუსეთის თვითმფრინავებს საქართველოს


ხუთშაბათი დილიდან რუსეთის თვითმფრინავებს საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა შეუძლიათ ადგილობრივი დროით მხოლოდ ღამის 2:00-დან 6:00 საათამდე.

ხუთშაბათი დილიდან რუსეთის თვითმფრინავებს საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა შეუძლიათ ადგილობრივი დროით მხოლოდ ღამის 2:00-დან 6:00 საათამდე.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა, მერაბ ადეიშვილმა, რომლის თქმით დღეს რუსეთის არც ერთი თვითმფრინავი არ ჩასულა თბილისში. ეს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად შეზღუდვა დღეს დილიდან ამოქმედდა, ქართულმა მხარემ მიიღო მას შემდეგ, რაც რუსი კოლეგებისაგან მიიღო შეტყობინება, რომ ქართული ავიაკომპანიებისათვის ჩრდილოკავკასიის ტერიტორიასა და შავი ზღვის აკვატორიის საჰაერო სივრცეში შეზღუდვები 12 აგვისტოს ნაცვლად 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს შეზღუდვები, რომელთა მიზეზად რუსეთი სამხედრო მანევრებს ასახელებს, ითვალისწინებს ქართული თვითმფრინავების ფრენის დაშვებას მხოლოდ ღამის 3:00-დან 9:00 საათამდე.
XS
SM
MD
LG