Accessibility links

logo-print

კოკისპირულ წვიმებს ევროპის მრავალ რეგიონში


კოკისპირულ წვიმებს ევროპის მრავალ რეგიონში ძლიერი წყალდიდობები მოჰყვა,

კოკისპირულ წვიმებს ევროპის მრავალ რეგიონში ძლიერი წყალდიდობები მოჰყვა,
რის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და საჭირო გახდა ათასობით მოსახლის ევაკუაცია. ჩეხეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, პრაღაში ამაღამ საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამასთან, პრაღის მერის, იგორ ნემეცის თქმით, ქალაქი მომზადებულია წყალდიდობისათვის და ადამიანებს საფრთხე არ ემუქრება. ასევე ჩეხეთის რესპუბლიკაში, სამხრეთ ბოჰემიაში წყალდიდობის გამო 2 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული. დაიღუპა 1 ადამიანი. წყალდიდობების შესახებ იწყებიან აგრეთვე რუმინეთიდან, სადაც სტიქიამ 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ბულგარეთიდან. იქ ასევე 2 ადამიანი დაიღუპა. ხოლო რუსეთში 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ძლიერმა წყალდიდობამ შავი ზღვის სანაპიროსთან, ქალაქ ჯუბგას მახლობლად.
XS
SM
MD
LG