Accessibility links

თავისუფლების ინსტიტუტის წევრის დაკავების მცდელობა თბილისის პროკურატურაში


ბოლო დროს, ადამიანის უფლებათა დამცველი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან

სულ უფრო ხშირად განიცდიან სხვადასხვა სახის ზეწოლას. 8 აგვისტოს ამ ორგანიზაციის წევრს გივი თარგამაძეს, რომელიც საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრიც გახლავთ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში სამმართველოში აღმკვეთი ღონისძიებით დაემუქრენ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც თავად თარგამაძე თავს დაზარალებულად მიიჩნევს.

ხუთშაბათ საღამოს, თავისუფლების ინსტიტუტის წევრი გივი თარგამაძე თბილისის საგამოძიებო სამმართველოში საგამოძიებო ქმედებებთან დაკავშირებით დაიბარეს. ამთავითვე განვმარტავთ, რომ საქმე ეხება არა 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის ფაქტს, არამედ 7 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დაცვის პოლიციის მუშაკებსა და გივი თარგამაძის ძმის მეგობრებს შორის მომხდარი ჩხუბის დეტალებს იძიებს.
მიუხედავად იმისა, რომ გივი თარგამაძე ამ ინცინდენტში თავს დაზარალებულად მიიჩნევს და გამოძიების აცილების საჩივარიც დაწერილი აქვს, უწყების მიღების შემდეგ იგი საკუთარი ფეხით მივიდა საგამოძიებო სამმართველოში, სადაც მას ერთ-ერთ მოწმესთან დაპირისპირება მოსთხოვეს. ხოლო გივი თარგამაძის უარის გამო კი მოვლენები ასე განვითარდა.
[გივი თარგამაძის ხმა]

ალოგიკური გამომძიებლების ამგვარ საქციელში სხვაც ბევრია. კერძოდ. როგორც ირკვევა, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების ოქმში, რომელიც გივი თარგამაძეს წარუდგინეს, აღნიშნული იყო, რომ გადაწყვეტილების საფუძველს გამომძიებლებს აძლევდა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის სხვადასხვა მოწმეებთან დაპირისპირების ოქმები. მაშინ, როცა, როგორც თავად თარგამაძე აცხადებს, ასეთი დაპირისპირება არ ჩატარებულა.
ამ უზუსტობის აღმოჩენის შემდეგ მოვლენები, როგორც თარგამაძე აცხადებს სწრაფად და ცოტა არ იყოს სასაცილოდაც განვითარდა.
[თარგამაძის ხმა]

საბოლოოდ კი ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ თავისუფლების ინსტიტუტის წევრი გაათავისუფლეს და შინ დიდი ხვევნა-კოცნითაც გამოისტუმრეს. თუმცა თავად თარგამაძე მიიჩნევს, რომ მთელ ამ ისტორიაში წერტილის დასმა ნაადრევია და მის დაკავების მცდელობას აფასებსეს, როგორც მორიგი პროვოკაციის მცდელობას ხელისუფლების მხრიდან, რომელიც, როგორც ყოველთვის, ძალოვანების ხელით განხორციელდა".
XS
SM
MD
LG