Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა


ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა აბდულას განცხადებით, გუშინ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ურთიერთსროლაში მოკლული 13 მამაკაცი

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა აბდულას განცხადებით, გუშინ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ურთიერთსროლაში მოკლული 13 მამაკაცი
ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ყაიდის" წევრები იყვნენ, რომელთაც ციხიდან გაქცევა მოახერხეს. როგორც აბდულამ პრეს-კონფერენციაზე თქვა, ლაპარაკია 12 პაკისტანელსა და 1 ყირგიზზე, რომლებიც შარშან შეიპყრეს და ქაბულის ციხეში ჩასვეს. გუშინ დილით ისინი ციხიდან გაიქცნენ და ქაბულის სამხრეთით მომხარ შეტაკებაში 2 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს. აბდულას თქმით: [აბდულას ხმა]"”ისინი ალ ყაიდის სახიფათო წევრები იყვნენ, შეპყრობილი 11 სექტემბრის შემდეგ ალ ყაიდისა და თალიბანის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დროს”. აბდულამ აღნიშნა აგრეთვე, რომ გაქცეულებმა იარაღი ჯარისკაცებს მოჰპარეს და რამდენიმე მძევალი აიყვანეს ერთ-ერთ სოფელში, ვიდრე იქ გარნიზონიდან დამატებითი ძალები ჩავიდოდნენ. ამის შემდეგ დაწყებულ ურთიერთსროლაში ყველა გაქცეული პატიმარი დაიღუპა. მათგან სამმა თავი აიფეთქა, რათა ისევ ტყვედ არ ჩავარდნილიყო.
XS
SM
MD
LG