Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა უარყოფითად შეაფასა ერაყის ლიდერ სადამ ჰუსეინის დღევანდელი სატელევიზიო გამოსვლა,

გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა უარყოფითად შეაფასა ერაყის ლიდერ სადამ ჰუსეინის დღევანდელი სატელევიზიო გამოსვლა,
რომელშიც – ანანის სიტყვებით- ახალი არაფერია. სადამმა თანამემამულეებისადმი სატელევიზიო გამოსვლაში, გარდა ერაყის მმართველი რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დაგმობისა, განაცხადა, რომ მას სურს ”სამართლიანი დიალოგი” გაეროსთან. მანვე გაეროს მოუწოდა, პასუხი გასცეს 19 შეკითხვას, რომლებითაც მას ბაღდადმა ამ რამდენიმე ხნის წინ მიმართა. ხოლო ანანმა დღეს ნიუ იორკში აღნიშნა, რომ დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს, რახან ერაყს – ანანის სიტყვებით - ”იოტისოდენადაც” არ დაუხევია თავისი პოზიციიდან.
XS
SM
MD
LG