Accessibility links

logo-print

პალესტინელთა წყაროების თანახმად, მდინარე იორდანეს


პალესტინელთა წყაროების თანახმად, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ტულკარემის ლტოლვილთა ბანაკში

პალესტინელთა წყაროების თანახმად, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ტულკარემის ლტოლვილთა ბანაკში
ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა პალესტინელი მამაკაცი მოკლეს. ისრაელის მხარის განცხადებით, პირველად ცეცხლი პალესტინელებმა გახსნეს. დღესვე პალესტინელთა თვითმმართველობის მაღალი რანგის წარმომადგენელმა აჰმედ აბდელ რაჰმანმა გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლა. გამოსვლაში შარონმა “მკვლელებისა და ტერორისტების ბანდა” უწოდა პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობას.
რაჰმანის თქმით, შარონს სურს, ჩაშალოს ამჟამად, ვაშინგტონში მიმდინარე მოლაპარაკება პალესტინელთა დელეგაციასა და შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის.
XS
SM
MD
LG