Accessibility links

logo-print

ესპანეთის ზღვისპირა ქალაქ ტორევიეგას ერთ-ერთ


ესპანეთის ზღვისპირა ქალაქ ტორევიეგას ერთ-ერთ რესტორანში ბომბი აფეთქდა.

ესპანეთის ზღვისპირა ქალაქ ტორევიეგას ერთ-ერთ რესტორანში ბომბი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქების შესახებ სამართალდამცვავები წინასწარ გააფრთხილა ანონიმურმა პირმა, რომელმაც პოლიციაში დარეკა და თავი ბასკი სეპარატისტების ტერორისტული ორგანიზაციის, ეტას წარმომადგენლად წარადგინა. მისივე თქმით, კიდევ ერთი ბომბი მოთავსებულია კურორტ სანტა-პოლას პლაჟზე. კვირას, ამ ქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ექვსი წლის გოგონა.
XS
SM
MD
LG