Accessibility links

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს საქართველოს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს საქართველოს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას პანკისის ხეობაში რუს სამხედროთა ყოფნის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს საქართველოს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას პანკისის ხეობაში რუს სამხედროთა ყოფნის შესახებ.
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ამ ქვეყნის არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადაუკვეთია და ზემოხსენებული ცნობები დეზინფორმაციას წარმოადგენს.” დღეს გაზეთ “ხვალინდელი დღეში” გამოქვეყნდა პანკისის ხეობის მკვიდრის მურთაზ მანველაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთხშაბათს მან რუსი სამხედროების იარაღითა და რადიოაპარატურით აღჭურვილი ხუთკაციანი ჯგუფი დაინახა. მანველაშვილის მტკიცებით, რუსი სამხედროები ტყეში მისმა თანასოფლელებმაც ნახეს.
XS
SM
MD
LG