Accessibility links

logo-print

საქართველო მოითხოვს, გაგრძელდეს ბათუმიდან და


საქართველო მოითხოვს, გაგრძელდეს ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანასთან დაკავშირებული მოლაპარაკება,

საქართველო მოითხოვს, გაგრძელდეს ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანასთან დაკავშირებული მოლაპარაკება,
რადგან ამ საკითხის მოგვარებაზე დიდადა არის დამოკიდებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ. დღეს გამართულ ბრიფინგზე სიხარულიძემ დასძინა, რომ 6 აგვისტოს, მოსკოვში, ექსპერტთა მორიგი კონსულტაციები უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსეთის მხარის თხოვნით, გადაიდო. ბათუმიდან და ახალქალაქიდან თავისი სამხედრო ბაზების გასატანად რუსეთი 11 წელიწადს ითხოვს, ხოლო საქართველო აცხადებს, რომ საამისოდ სამი წელიც საკმარისია.
XS
SM
MD
LG