Accessibility links

logo-print

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და


დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლები ვაშინგტონში ხვდებიან

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლები ვაშინგტონში ხვდებიან
ერაყის ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად მიმართული ძალისხმევის კოორდინაციაა. მოლაპარაკებაში მონაწილეობენ ირანსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი ოპოზიციური ჯგუფების, აგრეთვე, ქურთების პარტიების წარმომადგენლები. ეს პირველი შეხვედრაა იმ ორგანიზაციებისა და ჯგუფების ლიდერებისა, რომლებიც სადამ ჰუსეინის რეჟიმს ებრძვიან. თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ერთხელ კიდევ გაიმეორეს, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა გზას მიმართავს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად.
XS
SM
MD
LG