Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ”აშკარა მტერი” უწოდა დღეს ერაყს,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ”აშკარა მტერი” უწოდა დღეს ერაყს,
მაგრამ კვლავ განაცხადა, რომ არ შეუმუშავებია ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების კონკრეტული გეგმა. პრესკონფერენციაზე ტეხასის შტატში, ბუშმა თქვა, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი – სახიფათოა, და რომ ”აშკარად სურს მასობრივი განადგურების იარაღის შეძენა”. დღეს, მოგვიანებით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ვიდეოკონფერენციას გამართავს ერაყული ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც პარასკევს, ვაშინგტონში, პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG