Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს პალესტინელი


ისრაელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს პალესტინელი, რომელმაც, მათის მტკიცებით,

ისრაელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს პალესტინელი, რომელმაც, მათის მტკიცებით,
ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან სცადა ისრაელში შეჭრა. ისრაელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ როცა მას ტყვია მოხვდა, პალესტინელი მამაკაცი აფეთქდა, ვინაიდან თან ჰქონდა ხელყუმბარები. წუხელ, 3 პალესტინელი დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელ სამხედროებთან მომხდარი შეტაკების დროს. დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა ისრაელი ქალი, რომელმაც მძიმე ჭრილობა მიიღო იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში 31 ივლისს მომხდარი აფეთქების დროს. ამასობაში ისრაელის ჯარის სარდლობამ განაცხადა, რომ კომენდანტის საათს გააუქმებს ქალაქებში: ჯენინში, რამალაში, ბეთლესა და კალკილიაში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ხოლო ნაბლუსში კვლავაც გააგრძელებს პალესტინელ ექსტრემისტთა ძებნას.
XS
SM
MD
LG