Accessibility links

ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში სექტემბრისათვის


ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში სექტემბრისათვის დანიშნულ არჩევნებს პაკისტანმა მოჩვენებითი უწოდა

ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში სექტემბრისათვის დანიშნულ არჩევნებს პაკისტანმა მოჩვენებითი უწოდა
და განაცხადა, რომ ხალხს არ მიეცემა შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს ამ საკამათო რეგიონის მომავალი სტატუსის თაობაზე. როგორც პაკისტანის პრეზიდენტის, ფერფეზ მუშარაფის პრეს-მდივანმა, გენერალ-მაიორმა რაშიდ ქურეშიმ განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისლამაბადში, ინდოეთის ქაშმირს უნდა მიეცეს რეალური არჩევანის შესაძლებლობა – შეუერთდეს პაკისტანს, დარჩეს ინდოეთის შემადგენლობაში, ანდა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. ინდოეთმა ახლახან გამოაცხადა, რომ ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები მის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება 4 ეტაპად. ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფებები ტერორისტული თავდასხმებით დაემუქრნენ კანდიდატებს.
XS
SM
MD
LG