Accessibility links

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს


შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯორჯ ტენეტი

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯორჯ ტენეტი
პალესტინელთა ოფიციალურ წარმომადგენელს აბდელ რაზაკ იეჰიუს ეთათბირა დღეს ვაშინგტონში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში უშიშროების განმტკიცების მიზნით საგანგებო ზომების მიღების თაობაზე. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ეგვიპტესა და იორდანიასთან შეთანხმებით ამზადებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უშიშროების განმტკიცების გეგმას იმის იმედით, რომ ამან შესაძლოა დააჩქაროს პლესტინელთა ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარის გაყვანა. ამასობაში, ისრაელის ჯარის სარდლობამ აღიარა, რომ მისმა ჯარისკაცებმა შემთხვევით მოკლეს დღეს ქალაქ ნაბლუსში სამუშაოზე მიმავალი პალესტინელი.
XS
SM
MD
LG