Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა


საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა საუდ ალ-ფეისალმა განაცხადა, რომ ირანმა საუდის არაბეთს გადასცა

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა საუდ ალ-ფეისალმა განაცხადა, რომ ირანმა საუდის არაბეთს გადასცა
დაჯგუფება ”ალ ყაიდის” 16 მებრძოლი. კვირას გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში საუდ ალ-ფეისალი იტყობინება, რომ ეს ადამიანები საუდის არაბეთის მოქალაქეები არიან. მისი სიტყვებით, ”ალ ყაიდის” მებრძოლები საუდის არაბეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ ივნისში გადასცეს. მან აღნიშნა, რომ ირანი ამ ნაბიჯზე წავიდა მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის მხარემ ირანის ხელისუფლებას ამცნო, რომ ტერორისტების დაკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას შეერთებულ შტატებს გადასცემს. მინისტრის ეს განცხადება ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ ირანის ოფიციალურ პირებს.
XS
SM
MD
LG