Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს


დღეს საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს ინდოეთის მოქალაქე, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის გაასამართლეს.

დღეს საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს ინდოეთის მოქალაქე, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის გაასამართლეს.
მას თავი მოკვეთეს. მოჰამად ალი ჰაჯი 29-ე ადამიანია, რომელიც წელს სიკვდილით დაისაჯა საუდის არაბეთში. გასულ წელს იქ 80 ადამიანზე მეტს მოკვეთეს თავი. საუდის არაბეთში მოქმედი ისლამური კანონების თანახმად, მკვლელობის, გაუპატიურების, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და შეიარაღებული ძარცვისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, მაგალითად ჯიბის ქურდობისთვის, ხელს ჭრიან. საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯა საჯაროდ ხდება პოტენციური დამნაშავეებისთვის ჭკუის სასწავლებლად.
XS
SM
MD
LG