Accessibility links

ირანის პოლიციამ დააპატიმრა 20-ზე მეტი


ირანის პოლიციამ დააპატიმრა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე უცხოელი ქალი, ქალაქ მეშჰედის ერთ-ერთ საროსკიპოში ჩატარებული რეიდის დროს.

ირანის პოლიციამ დააპატიმრა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე უცხოელი ქალი, ქალაქ მეშჰედის ერთ-ერთ საროსკიპოში ჩატარებული რეიდის დროს.
როგორც ირანის მასმედია იტყობინებოდა დღეს, საროსკიპო ერთ-ერთი შიიტური წმინდა ადგილის, იმამ რეზას აკლდამის მახლობლად მდებარეობდა. იმამის საფლავს ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი მლოცველი ნახულობს. ირანში გაუარესებული ეკონომიკური ვითარების გამო უკანასკნელ წლებში ფართო გავრცელება ჰპოვა ქუჩის მეძავეობამ, მიუხედავად იმისა, რომ ისლამური კანონების თანახმად, ამისთვის გაროზგვა და სხვა მძიმე სასჯელია გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG