Accessibility links

არკადი ღუკასიანი ხელახლა იქნა არჩეული


არკადი ღუკასიანი ხელახლა იქნა არჩეული მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად.

არკადი ღუკასიანი ხელახლა იქნა არჩეული მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად.
საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გუშინ გამართულ კენჭისყრაში ამომარჩეველთა 89 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. რესპუბლიკის ხელმძღანელის პოსტის დასაკავებლად იბრძოდა ოთხი კანდიდატი. ყარაბაღის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა არტურ ტოვმასიანმა ხმების მხოლოდ რვა პროცენტი მოაგროვა. აზერბაიჯანმა, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მთიანი ყარაბაღი, პროტესტი გამოხატა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG