Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შავიზღვიპირა დაბა შიროკაია ბალკას


რუსეთის შავიზღვიპირა დაბა შიროკაია ბალკას რაონში, ნოვოროსიისკის მახლობლად, კარანტინს აწესებენ,

რუსეთის შავიზღვიპირა დაბა შიროკაია ბალკას რაონში, ნოვოროსიისკის მახლობლად, კარანტინს აწესებენ,
რათა ამასწინანდელი სტიქიური უბედურებების შემდეგ თავიდან იქნეს აცილებული ინფექციური დაავადებების აფეთქება. სანიტარულ დამუშავებას დაექვემდებარება 12 დასასვენებელი ბაზის ტერიტორიები, რომლებშიც 4 ათასამდე ადამიანი იმყოფება. უკანასკნელი მონაცემებით, ქარბორბალების და ნიაღვრის შედეგად ამ რაიონში გასულ კვირაში დაიღუპა 58 ადამიანი, ძირითადად არაორგანიზებულად, ე.წ. ”ველური წესით” დამსვენებლები. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, დაზიანებულია 5 ათასამდე სახლი, რამდენიმე ასეული – დაინგრა.
XS
SM
MD
LG