კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს დააპატიმრეს სამი ალბანელი,
რომლებიც ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი. დაპატიმრებულებს გაძლიერებულად იცავენ. კვირას კოსოვოში დააპატიმრეს ალბანელი ყოფილი საველე მეთაური რუსტამ მუსტაფა, ზედმეტსახელად ”რემი”. მას ბრალად ედება მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და წამება კოსოვოს კონფლიქტის დროს 90-იანი წლების ბოლოს. როგორც კოსოვოს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, დღევანდელი დაპატიმრებები არავითარ კავშირში არ არის ”რემის” დაკავებასთან.