Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა დღეს კვლავ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება,

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა დღეს კვლავ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება,
რომელიც, მისი თქმით, დახმარებას უწევს პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენთა შეიარაღებულ ფორმირებებს. სერგეი ივანოვს მიაჩნია, რომ პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარება შეიძლება მხოლოდ ძალით, რუსეთის უშუალო მონაწილეობით. დღესვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ გაააქტიურებს ამ რეგიონში წესრიგის დამყარებისკენ მიმართულ ზომებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის ჩარევას ქვეყნის საშინაო საქმეებში.
XS
SM
MD
LG