Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, ნაშუადღევს, მარუხის უღელტეხილთან, მოხდა


დღეს, ნაშუადღევს, მარუხის უღელტეხილთან, მოხდა შეიარაღებული შეტაკება ქართველთა და აფხაზთა სამხედრო შენაერთებს შორის.

დღეს, ნაშუადღევს, მარუხის უღელტეხილთან, მოხდა შეიარაღებული შეტაკება ქართველთა და აფხაზთა სამხედრო შენაერთებს შორის.
თავდაცვის მინისტრის, დავით თევზაძის ცნობით, დაახლოებით 16.30 წუთზე სროლა შეწყდა. თბილისში გამართულ ბრიფინგზე თევზაძემ დასძინა, რომ, მისი ინფორმაციით, კოდორში მყოფი აფხაზთა შეიარაღებული ფორმირება ხეობას ტოვებს. შეტაკების გამო დროებით შეწყდა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მიმდინარე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება. კოდორის ხეობიდან სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის დაბრუნების შემდეგ მოლაპარაკება განახლდა. მისი მიზანი კოდორის ხეობის კრიზისის დაძლევაა. ავთანდილ ჯორბენაძესთან ერთად ჭუბურხინჯში ჩავიდა კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე და სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელი ვალერი ჩხეიძე. მოლაპარაკებაში მონაწილეობენ გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი და რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის წევრები. აფხაზთა დელეგაციას ხელმძღვანელობს სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია.
XS
SM
MD
LG