Accessibility links

logo-print

დღეს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა


დღეს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, 15 დღით გადადოს ტერორიზმში ეჭვმიტანილ პალესტინელ

დღეს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, 15 დღით გადადოს ტერორიზმში ეჭვმიტანილ პალესტინელ
ექსტრემისტთა 3 ნათესავის დეპორტაცია. ინთისარის, ქიფაჰ აჯურისა და აბდელ ნასერ ასიდის ვექილებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს სამხედრო ტრიბუნალის გუშინდელი განაჩენი ამ სამი პალესტინელის დეპორტაციის შესახებ. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და პალესტინელთა ავტონომიის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელის ხელისუფლების ამგვარი ტაქტიკა – დეპორტაციით გაუსწორდეს ტერორისტთა ნათესავებს –საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს. ამასობაში ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხვალ ოფიციალურ ბრალდებას წაუყენებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის მოძრაობა ”ფათჰის” გენერალურ მდივანს მარვან ბარღუთის. ისრაელი აცხადებს, რომ ბარღუთი სათავეში უდგას ”ფათჰის” სამხედრო ფრთას, ”ალ-აყსას წამებულთა ბრიგადებს”.
XS
SM
MD
LG