Accessibility links

logo-print

ექსტრემისტულმა დაჯგუფება ”ისლამურმა ჯიჰადმა” უარყო


ექსტრემისტულმა დაჯგუფება ”ისლამურმა ჯიჰადმა” უარყო ზომიერი პალესტინელების მოწოდება, ბოლო მოეღოს ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმებს.

ექსტრემისტულმა დაჯგუფება ”ისლამურმა ჯიჰადმა” უარყო ზომიერი პალესტინელების მოწოდება, ბოლო მოეღოს ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმებს.
”ისლამური ჯიჰადის” ლიდერმა მოჰამად ალ-ჰინდიმ განაცხადა, რომ მისი დაჯგუფება კვლავინდებურად გაუწევს წინააღმდეგობას ოკუპაციას. ზომიერ პალესტინელთა წინადადება, რომ ისრაელის ტერიტორიაზე შეწყდეს თავდასხმები, უარყო კიდევ ერთმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ – ”ჰამასმა”. ორშაბათს პალესტინელთა 12 სხვადასხვა ორგანიზაციის ლიდერებმა უარყვეს პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობის წინადადება ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების შეწყვეტის შესახებ. განცხადებაში, რომელიც ქალაქ ღაზაში გამართულ თათბირზე გამოქვეყნდა, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პალესტინელი ხალხი სამართლიან ბრძოლას აწარმოებს ”ისრაელის აგრესიისა და ოკუპაციის” წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG