Accessibility links

logo-print

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში


ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.
ჩეხეთში, კოკისპირულმა წვიმებმა მდინარე ვლტავა აადიდა. დედაქალაქ პრაღის მერმა გასცა განკარგულება 40 ათასი ადამიანის ევაკუაციის შესახებ. მძიმე მდგომარეობაა სამხრეთი და დასავლეთი ჩეხეთის არაერთ ქალაქსა და სოფელში. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ შპიდლამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა: [ვლადიმირ შპიდლას ხმა] “ჩეხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ მობილიზებულია მაშველთა დიდი რაოდენობა, რაც მოსახლეობისთვის, ვფიქრობ, დიდი დახმარება იქნება. შემდეგ შევაფასებთ ზარალის მასშტაბებს, რასაც ეგრეთ წოდებული “საკრიზისო კანონის” მიღება მოჰყვება.” სულ, ბოლო კვირის მანძილზე, ევროპასა და რუსეთში, წყალდიდობის შედეგად, 87 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ავსტრიას, სამხრეთ გერმანიას, რუმინეთსა და რუსეთის შავიზღვისპირეთს.
XS
SM
MD
LG