Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის


საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, რუსეთის საზღვრის მიმდებარე რაიონებში, მათ შორის, პანკისის ხეობაში, სამხედრო მანევრების ჩატარება იგეგმება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, რუსეთის საზღვრის მიმდებარე რაიონებში, მათ შორის, პანკისის ხეობაში, სამხედრო მანევრების ჩატარება იგეგმება.
მინისტრის თქმით, მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც საგანგებო მომზადება გაიარეს აშშ-ის “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში. თევზაძემ დასძინა, რომ მანევრებმა ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში ვითარების სტაბილიზებას. გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ უახლოესი თვენახევრის მანძილზე პანკისში ჩეჩენი მეამბოხეები აღარ იქნებიან. თუმცა, შევარდნაძემ გამორიცხა სამხედრო ოპერაციაში რუსეთის მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG