Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დღეს


ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დღეს განაცხადა, რომ აღდგენაში დაეხმარება ომით გაჩანაგებულ ავღანეთს.

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დღეს განაცხადა, რომ აღდგენაში დაეხმარება ომით გაჩანაგებულ ავღანეთს.
ხათამის თქმით, ავღანეთში მისი ვიზიტი საფუძველს უყრის ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ირანის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ავღანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას. ხათამი დღეს ჩავიდა ქაბულში ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურთან, ჰამიდ კარზაისთან მოსალაპარაკებლად. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ თეთრი სახლის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში ”განრისხება” შეინიშნება. მოჰამად ხათამიმ დასძინა, რომ ირანი არასოდეს გახდება ”ალ-ყაიდის” ექსტრემისტი წევრების ნავსაყუდელი.
XS
SM
MD
LG