Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობამ თავის პიკს მიაღწია დღეს


წყალდიდობამ თავის პიკს მიაღწია დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში.

წყალდიდობამ თავის პიკს მიაღწია დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში.

მდინარე ვლტავა კალაპოტიდან გადმოვიდა და მრავალი საცხოვრებელი რაიონი დატბორა ორივე ნაპირზე ჩეხეთის დედაქალაქში. წყლის დონე, მდინარეში, ქალაქის სამხრეთ ნაწილში, 8 მეტრითაა მომატებული. ქალაქის ისტორიული ცენტრი დაზარალდა. წყალი მეტროს 7 სადგურშია შესული. პრაღის ცენტრალურ რაიონებში შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ქალაქის 50 ათასამდე მკვიდრი – ევაკუირებულია. სულ ჩეხეთში, წყალდიდობის გამო, 200 000-ზე მეტი ადამიანი გახდა იძულებული მიეტოვებინა თავისი სახლი. ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთი ნაწილი დაზარალდა. წყალდიდობამ ჩეხეთში, სულ ცოტა, 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG